geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (ზსმფ)

2022 წელს ფაკულტეტმა აღადგინა თსუ-ში მოქმედი მრავალწლიანი ტრადიცია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებით არსებული სკოლებისა (მაგ. ფიზ.- მათ. სკოლა, ნორჩ ტექნიკოსთა სკოლა, ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა და ა.შ.), რომლებიც ემსახურებოდნენ საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ცოდნის შეძენასა და გაღრმავებას აღნიშნული მიმართულებებით და 2022 წლის 9 სექტემბერს ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა“ (შემდგომში „ზსმ სკოლა“); ზსმ სკოლის ფუნქციონირება ხორციელდება შემდეგი მამიმართულებებით: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია და  ქიმია.  

ზსმ სკოლის მიზანია დისციპლინებში: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია და  ქიმია  საშუალო სკოლის მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება-გაღრმავება, ცოდნის შეძენა და განვითარება,

 თანამედროვე დარგობრივი სტანდარტის აზროვნებითი კულტურისა და ჩვევების გამომუშავება, თსუ-ში მოქმედ თანამედროვე სამეცნიერო კვლევით ჯგუფებთან და წამყვან აკადემიურ ცენტრებთან გაცნობა-დაახლოება  და შეძლებისდაგვარად დაკავშირება. სკოლა მოსწავლეებს შეუწყობს ხელს მომავალში გახდნენ დაინტერესებული და მოტივირებული       არჩევანის       მქონე       სტუდენტები       და       შემდგომში       თავისი საქმის  პროფესიონალები.

ზსმ სკოლა ფუნქციონირებს თსუ-ს მეორე კორპუსში განთავსებულ აუდიტორიებში; გამოიყენება ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მეცადინეობებს ატარებენ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ლაბორატორიების წამყვანი სპეციალისტები და თსუ- ს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების გამოცდილი მკვლევარები, რომლებიც საქართველოში აღნიშნულ დარგებში ტრადიციების გამგრძელებლები / განმავითარებლები არიან და/ან ახალი მიმართულებების დამფუძნებლებად ითვლებიან. სკოლას უკვე ჰყავს კურსდამთავრებულები, მათგან  წარმატებულებს გადაეცათ დამადასტურებელი სერთიფიკატები.

ზსმ სკოლაში სწავლა უფასოა.

ზსმ სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვისა და სწავლების პროცესის დეტალები:

თითოეული მიმართულებით შედგება თითო სასწავლო ჯგუფი (მაქსიმუმ 25 მოსწავლის შემადგენლობით) სკოლის X-XII კლასებიდან.

შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით, 2025 წლის 27 სექტემბერს 14.00-ზე შესარჩევი კომისიის მიერ   საგნების   მიხედვით   თსუ   მეორე   კორპუსში   (მეორე   სართულზე   ძირითადი შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ: ფიზიკა-223 აუდ, მათემატიკა-216 აუდ, ბიოლოგია-219 აუდ, ქიმია-208 აუდ)

•   სწავლება დაიწყება 2025 წლის ოქტომბერში.

 

•    სწავლების   პროგრამაში   გათვალისწინებულია   როგორც   სასკოლო   მასალა,   ასევე აღნიშნული დარგების თანამედროვე მიღწევები.

•   კვირაში თითოეულ საგანში იქნება 3 საათიანი სწავლება, რომელიც მოიცავს როგორც

თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

•    თითოეულ საგანში ჩატარდება კვირაში 2 მეცადინეობა 1.5 საათის ხანგრძლივობით წინასწარ გაწერილი ცხრილის მიხედვით.

•   საკლასო მეცადინეობები ჩატარდება დღის 17.00-საათიდან 20.00-საათამდე, დღეში 2

საგნის შეთავაზებით.

•   თითოეულ მოსწავლეს დაინტერესების შემთხვევაში ექნება ერთ ან რამდენიმე საგანზე

სწავლის შესაძლებლობა, ცხრილი ამას გაითვალისწინებს.

•    მეცადინეობები        ჩატარდება        ინტერაქტიული        მეთოდით;        სწავლებისას განხორციელდება   გამოკითხვები   და   ცოდნის   შემოწმება   წინასწარი   გაწერილი

სიხშირით.

•    სისტემატური გაცდენის ან დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან.

•    ცოდნის შემოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში სკოლაში სწავლის ბოლოს გაიცემა შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.

•   სკოლას ექნება გამოყოფილი პორტალი ფაკულტეტის ელექტრონული სწავლების ვებ-

გვერდზე მასალების განსათავსებლად.

 

ზსმ სკოლის საკონტაქტო პირები:

ფიზიკა:  პროფ. ნანა შათაშვილი, ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგე, e-mail: nana.shatashvili@tsu.ge

მათემატიკა:   პროფ. ომარ ფურთუხია, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, e-mail: omar.purtukhia@tsu.ge

ბიოლოგია:     პროფ. დიანა ძიძიგური, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  e-mail:diana.dzidziguri@tsu.ge

ქიმია:      ასოც. პროფ. მარინა რუხაძე, ქიმიის დეპარტამენტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა    e-mail:  marina.rukhadze@tsu.ge

თარიღი: 22/09/2025